ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი (მოკლედ: ვმ საქართველო) არის ოფიციალურად რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც წარმოადგენს „ფონდ ვიკიმედიის“ მომხმარებელთა ჯგუფს. „ფონდი ვიკიმედია“ აშშ-ში დაფუძნებული არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც მუშაობს და მართავს ვიკიმედიის პროექტებს. ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი შეიქმნა 2015 წელს, საქართველოში მცხოვრები ვიკიმედიის პროექტების აქტიური წევრების მიერ, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ეროვნულ დონეზე გამართული ღონისძიებების ორგანიზებითა და მონაწილეობით. წევრების მიზანია ხელი შეუწყონ და მონაწილეობა მიიღონ ფონდ ვიკიმედიის მიერ შემოთავაზებულ პროექტებში და ქართული ვიკისაზოგადოების მიერ ორგანიზებულ პროექტებში. ორგანიზაციის ერთ-ერთი ძირითადი მისიაა ხალხის დახმარება და წახალისება, საზოგადოებრივ დომენში ცოდნის და სხვა საგანმანათლებლო, კულტურული და ისტორიული შინაარსის მასალის შეგროვება, განვითარება და გავრცელება, ან სხვა ლიცენზიების საშუალებით, რაც საშუალებას აძლევს ყველას თავისუფლად გამოიყენოს ცოდნა, განათავსოს და შეცვალოს მისი შინაარსი უფასოდ.

ხედვა

„ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ იზიარებს „ფონდ ვიკიმედიის“ ხედვას: „წარმოიდგინეთ მსოფლიო, სადაც თითოეული ადამიანი თავისუფლად შეძლებს გაიზიაროს კაცობრიობის მთელი ცოდნის ჯამი. ეს ჩვენი ვალდებულებაა.“

მისია

„ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ მისიაა დაეხმაროს და წაახალისოს საქართველოს მოქალაქეები (და არამხოლოდ), შეაგროვონ, განავითარონ და გაავრცელონ ცოდნა და სხვა საგანმანათლებლო, კულტურული და ისტორიული შინაარსის ცოდნა თავისუფალი ან სხვა ლიცენზიის სახით, რაც ყველას საშუალებას აძლევს თავისუფლად გამოიყენონ ცოდნა, გაავრცელონ და შეცვალონ მისი შინაარსი უფასოდ. ასევე, ცოდნის ხელშეწყობა და წინ წამოწევა (ინიციაცია და სტიმულირება საზოგადოებრივი ინტერესის ცოდნის მიმართ და ცოდნის შემქნის, განვითარების და გავრცელების, ასევე ხელმისაწვდომობის მიმართ), ყველა მოქალაქის ცოდნისა და განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა, მათი სოციალური ან სხვა სტატუსის მიუხედავად, ასეთი ხელმისაწვდომობის ორგანიზება, დახმარების გაწევა კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების მომზადებაში, რომლებიც ხელს უწყობენ ცოდნის შექმნას, დაგროვებას, განვითარებას და გავრცელებას. ჩვენი მისია და მიზნები შეესაბამება ჩვენი ორგანიზაციის წესდებას.

მიზნები

საყოველთაოდ ხელმისაწვდომი და ნებადართული ნებისმიერი სახის ენციკლოპედიური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, საცნობარო ინფორმაციისა და სხვა ცოდნის შექმნის, დაგროვების (შეგროვება და შენახვა), განვითარების (დახვეწა, სისტემატიზაცია, სტრუქტურიზაცია) და გავრცელების ხელშეწყობა.

დახმარება საქართველოს ხალხთა მიერ დაგროვილი ცოდნის ასახვაში საერთაშორისო პროექტებში, ამ ცოდნის შექმნის, დაგროვების, განვითარების და გავრცელების მხრივ.

ვიკიმედიის ქართულენოვანი პროექტების შესახებ ცნობიერების ამაღლება.

საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ახალი მოხალისეების მოზიდვა ორგანიზაციაში და ვიკიმედიის პროექტებში.

თანამშრომლობა და ურთიერთდახმარების კოორდინირება სხვა ორგანიზაციებთან, მათ შორის უცხოურ ორგანიზაციებთან, რომლებსაც აქვთ ამ ორგანიზაციის მსგავსი მიზნები და შეხედულებები, საქართველოში ცოდნის თავისუფალად გავრცელების ხელშესაწყობად.

პანორამის თავისუფლების ლეგალიზება საქართველოში.

„ვიკიმედია საქართველოს“ დაფუძნება.

ვიკისაწყობში (Commons) საქართველოს შესახებ კონტენტის (შინაარსის) გაზრდა.


Warning: array_filter() expects parameter 1 to be array, string given in /home/customer/www/wikimedia.ge/public_html/wp-content/themes/shiro/template-parts/page/page-connect.php on line 13

Connect

Stay up-to-date on our work.

Subscribe to our newsletter

Here is a brief description of the content and frequency for this newsletter. Also a promise not to spam or share personal data.

Say hello

How to get in touch with the team connected to this content. Whether it’s a site to visit, contact person, etc. Rich text box.